მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშინგტონი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების ფაქტს გმობს

აშშ-ს სახლემწიფო მდივნის პრესსამსახურის უფროსი

საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და მისი უკანონოდ დაკავების ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრეს-სპიკერი მორგან ორტაგუსი ეხმაურება.

„მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაპატიმრებასა და მისი მისამართით სროლას. ჩვენ მოვითხოვთ, რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები“,- წერს მორგან ორტაგუსი.

33 წლის ზაზა კახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი უკანონოდ დააკავეს.

ის ცხინვალის იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.