მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

საარტილერიო დანადგარი მთიან ყარაბაღში

მთიან ყარაბაღში გრძელდება დაპირისპირება აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის. აზერბაიჯანის არმია ორი მიმართულებით უტევს. ერთი შეტევა სამხრეთით, ლაჩინის დერეფნის მიმართულებით მიმდინარეობს, ხოლო მეორე აღმოსავლეთით - შუშასა და სტეპანაკერტის მიმართულებით.

ჯერჯერობით სომხური შენაერთები შეტევების მოგერიებას ახერხებენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შუშა და სტეპანაკერტი სარაკეტო დანადგარებიდან დაიბომბა. შუშაში არიან დაღუპულები. ასევე დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანმა ცეცხლი გახსნა მარტუნის მიმართულებითაც.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები უკვე ერთ თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობს. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.