მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის "ინაუგურაცია" გაიმართება

ბჟანია, აფხაზეთი, ინაუგურაცია

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" გაიმართება.

"სპუტნიკ აბხაზიას" ინფორმაციით, ცერემონია 12:00 საათზე, სოხუმში, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" საკონფერენციო დარბაზში დაიწყება. კორონავირუსის პანდემიის გამო, "ინაუგურაციის" ცერემონია სტუმრების გარეშე, ვიწრო წრეში ჩატარდება. ბჟანიას "ინაუგურაციას" ე.წ. პარლამენტის სპიკერი, მოადგილეები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები დაესწრებიან.

ცნობისთვის, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდა. ბჟანიამ ხმების 56,5% მიიღო.