მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვარი დროებით გაიხსნა

ენგურის ხიდი გაიხსნა

ოკუპირებულ აფხაზეთში მდინარე ენგურთან კოვიდინფექციის გამო ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი დროებით გაიხსნა. გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო.

ე.წ. უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილობრივებს „საზღვრის“ გადაკვეთა 5-დან 9 აგვისტოს ჩათვლით 09:00 საათიდან 19:00 საათამდე შეეძლებათ.

ცნობისთვის, დე ფაქტო მთავრობამ პირველ აგვისტოს რუსეთის ფედერაციას „საზღვარი“ უპირობოდ გაუხსნა. ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები 107-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილია 3 პაციენტი.