მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო სერიოზული ეკონომიკური პრობლემები დაიწყო

ეკონომიკური პრობლემები აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 550 შემთხვევა გამოვლინდა. რამდენიმე დღის წინ ვირუსისგან მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა. ამჟამად 50 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს. მათ შორის შვიდის მდგომარეობა მძიმეა.

გამოცემა aiaaira.com-ის ინფორმაციით, პანდემიის გამო რეგიონის ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები შეინიშნება - უკვე რამდენიმე თვეა არ დარიგებულა ხელფასები, სოციალური დახმარებები და პენსიები.

რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა აფხაზურ მედიაში ამ ვიზიტის შედეგების შესაცებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილია, რომ ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმნძღვანელის მოადგილეს შეხვდა, თუმცა, რა სახის დახმარებას აღმოუჩენს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონს, ჯერჯერობით უცნობია.