მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დღე აღნიშნეს

ქალაქი აფხაზეთში

4 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დღე აღნიშნეს. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

„ქალაქის დღე ჩვენი საერთო დღესასწაულია - ყველასი, ვინც აქ მუშაობს, სწავლობს, იზრდება, ოცნებობს, ცხოვრობს და უყვარს თავისი პატარა სამშობლო”, - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება სოხუმის დღეს 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნავს. ქალაქის დღე ყოველწლიურად ივლისის პირველ შაბათს აღინიშნება.

სოხუმი, საქართველოს ზღვისპირა ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, 2 500 წელზე მეტი ხნისაა.