მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ფიცი დადო

ინაუგურაციის ცერემონია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ფიცი დადო.

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო, .ე.წ ინაუგურაციის ცერემონია სოხუმში ვიწრო წრეში გაიმართა.

"ვფიცავ გამოვიყენებ ჩემს ცოდნას და ძალას აფხაზი ხალხის კეთილდღეობისთვის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის. ყველა მოქალაქისთვის ვიქნები იმის გარანტია, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიას "ინაუგურაციას" ე.წ. პარლამენტის სპიკერი, მოადგილეები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები დასწრნენ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდა. ბჟანიამ ხმების 56,5% მიიღო.