მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანის მეუღლე ყარაბაღში საომრად მიდის

ფაშინიანის ცოლი ომში

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანა აკოპიანის განცხადებით, ყარაბაღის ომში ქალთა რაზმიც მიიღებს მონაწილეობას.

როგორც მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, ქალი სამხედროები ხვალიდან მომზადების კურსს დაიწყებენ, რის შემდეგაც სამშობლოს დასაცავად გაემგზავრებიან.

„ხვალიდან 13-კაციანი ქალთა რაზმი, მათ შორის მეც, სამხედრო სწავლებას დაიწყებს. რამდენიმე დღეში კი სამშობლოს დასაცავად წავალთ. ჩვენი ქვეყანა და ღირსება მტერს არ უნდა დავუთმოთ“, - აღნიშნავს ანა აკოპიანი.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ომი 27 სექტემებრს განახლდა. მას შემდეგ მხარეებმა „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმება სამჯერ დადეს, თუმცა სამივე მათგანი დაირღვა.

👉 სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები