მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პომპეო მთიან ყარაბაღში დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

მაიკ  პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში დაპირისპირებულ მხარებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ პომპეომ საბერძნეთში ვიზიტისას განაცხადა.

„მოვუწოდებ ორივე მხარეს შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში დაიწყონ მოლაპარაკება“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.