მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი: სიტუაცია როდესაც აზერბაიჯანს ტერიტორიების ნაწილი დაკარგული აქვს, მუდმივად ვერ გაგრძელდება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სადისკუსიო კლუბში გამოსვლისას ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო განაცხადი გააკეთა.

„რუსეთისთვის სომხეთთან ურთიერთობის ერთ-ერთი ელემენტი ქრისტიანობაა. თუმცა ჩვენ აზერბაიჯანთან სხვა მიმართულებებით ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს. რაც შეეხება რელიგიურ შემადგენელს, მინდა, მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ რუსეთის ფედერაციის 15% ისლამის მიმდევარია და ამ კუთხითაც კი აზერბაიჯანი ჩვენთვის უცხო ქვეყანა არ არის.

მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვერ დავივიწყებთ სომეხი ხალხის ბედს, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს ხდებოდა. ყარაბაღის კონფლიქტი იმაში მდგომარეობს, რომ დაპირისპირება დაიწყო არა როგორც სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი და ბრძოლა ტერიტორიებისთვის, არამედ ის დაიწყო ეთნიკური ორთაბრძოლით.

ესეც სამწუხაროდ ფაქტია, როდესაც სუმგაითში და შემდეგ მთიან ყარაბაღში ჩაიდინეს სასტიკი დანაშაულებები სომეხი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი ეს უნდა გავითვალისწინოთ კომპლექსურად. ამასთან, ჩვენ გვესმის, რომ სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგული აქვს, მუდმივად ვერ გაგრძელდება. მრავალი წლის მანძილზე ჩვენ ვთავაზობდით ამ კრიზისის გადაჭრის სხვადახვა გზებს, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია მოგვეხდინა. რაღაც მომენტში გვეგონა, რომ გადაწყვეტილების პოვნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. სამწუხაროდ ეს არ მოხდა და დღეს სახეზეა კონფლიქტის ყველაზე ცუდი ვარიანტი. ტრაგედია იმაში მდგომარეობს რომ ხალხის იღუპება“, – განაცხადა პუტინმა.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უახლესი ამბები