მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი ტურისტი - აფხაზეთში ფასები მოსკოვზე მაღალია

რუსი ბლოგერი ოკუპირებული აფხაზეთის ფასებზე წერს

რუსი ტურისტი ქალი, რომელიც ზაფხულში ოკუპირებულ აფხაზეთში დასასვენებლად იყო ჩასული, სოც. ქსელებში წერს, რომ იქ ფასები მოსკოვის ფასებს უდრის ან კიდევ უფრო მაღალია. ბლოგერმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ამის შესახებ ბლოგში „ვიფრინოთ თვითონ“ დაწერა.

რუსი ტურისტი ბიჭვინთაში იმყოფებოდა, სადაც იმედოვნებდა, რომ გემრიელ ადგილობრივ ხილს და ბოსტნეულ მიირთმევდა, რომელიც შედარებით იაფია.

„იქ სიურპრიზი დამხვდა. ერთადერთი, რაც მოსკოვის ფასებზე დაბალია, ეს სიმინდია. დანარჩენი ხილი იქ სხვა ადგილებიდან იყო შეტანილი და მოსკოვის ფასზე 2-ჯერ ძვირი იყო“ - წერს ბლოგერი.

ქალს ხილის გემოც არ მოეწონა და დაწერა, რომ „ატამს ისეთი გემო და ფერი ჰქონდა, რომ გადააგდო“.

ასევე რუს ტურისტს ადგილობრივი მოსახლეობის აგრესია არ მოეწონა, როდესაც ის დახლებს და გამყიდველებს ფოტოებს უღებდა. „აფხაზეთი ის აღარ არის, რაც საბჭოთა პერიოდში იყო და სულაც არ არის იაფი“ - ამბობს რუსი ბლოგერი.