მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ახალგაზრდა დააკავეს

ე.წ. საზღვარი

ზუგდიდის სოფელ რიყეში სტუმრად მყოფი 26 წლის ტატო ზარქუა რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდის დაკავება ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა, შემთხვევის შესახებ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება.

ახალგაზრდა საღამოს საათებში სასეირნოდ გავიდა და გაუჩინარდა. ტატო ზარქუას ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებული ოკუპირებული აფხაზეთის იზოლატორში იმყოფება. მათ ამის შესახებ გალიდან აცნობეს.