მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის მხარდასაჭერად ჯავახეთში მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყეს

მხარდასაჭერი რეგისტრაცია

ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სომხეთის მხარდასაჭერად, ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყო.

ისინი, ვინც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, სომხეთის გვერდში დგომას აპირებენ, მოხალისეთა სიაში ეწერებიან.

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ნინოწმინდის ცენტრში შეიკრიბნენ და სომხეთის დახმარების გზები განიხილეს.

ახალგაზრდების თქმით, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ სომეხ ხალხს, როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურად.

შეგახსენებთ, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მეორე დღეა შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.