მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის მხარემ აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდო

სომხებმა

სომხურმა მხარემ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მარტუნის რაიონში ან-2“-ის ტიპის თვითმფინავი ჩამოაგდო, რომელიც აზერბაიჯანულ მხარეს ეკუთვნოდა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულდ უარყოფს. აზერბაიჯანულმა მხარემ გუშინ საღამოს მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში მასშტაბური შეტევა წამოიწყო. კვლავ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების და დაჭრილების შესახებ.

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება უკვე მესამე დღეა გრძელდება. დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.