მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის მთავარი სუპერმარკეტებიდან თურქული წარმოების პროდუქტები გააქვთ

სომხეთის მთავარ სუპერმარკეტებში თურქული წარმოების ნაწარმი გააქვთ

სომხეთის სუპერმარკეტების ძირითადი ქსელები თურქული წარმოების პროდუქციით მარაგდება.

სუპერმარკეტების უდიდესმა ქსელმა - SAS, Tsiran, Nor Zovk და Yerevan City შესაბამისი განცხადებები გაავრცელა.

წირანის სუპერმარკეტების ქსელმა მომხმარებლებს მოუწოდა შეწყვიტონ თურქული პროდუქციის შეძენა და „მტრის გამდიდრება”.

"ერევან სითის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯით ისინი მხარს უჭერენ სომხეთის ჯარებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო.
სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.
ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.