მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის თავდაცვის უწყება: აზერბაიჯანმა თითქმის 200 ადამიანი დაკარგა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

„აზერბაიჯანულმა მხარემ თითქმის 200 ადამიანის დანაკარგი განიცადა“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არზრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

„გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, მოწინააღმდეგემ სერიოზული დანაკარგები განიცადა, თითქმის 200 ადამიანი დაკარგა, თითქმის 3 ათეული ჯავშანმანქანა, თითქმის 2 ათეული უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა სამხედრო ტექნიკა”, - აცხადებს ჰოვანისიანი.

რაც შეეხება სომხეთს, დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 16 ადამიანი გარდაიცვალა და 100 ადამიანზე მეტი დაიჭრა.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

საომარი მოქმედება პირველი სომხეთმა გამოაცხადა. დღის ბოლოს კი იგივე გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პარლამენტმაც მიიღო.