მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაავრცელა.

გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა. ფაშინიანმა შეიარაღებულ ძალებს მიმართა.

„ძვირფასო თანამემამულენო:

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. გადაწყვეტილება ძალაში შევა ბრძანების გამოქვეყნებისთანავე.

მოვუწოდებ სამხედროებს, გამოცხადდნენ კომისარიატებში.

სამშობლოსთვის, გამარჯვებისთვის“, - წერს ფაშინიანი.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს უკიდურესად დაიძაბა. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, სომხეთმა ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის გახსნაში სომხები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი სისხლი უპასუხოდ არ დარჩება!