მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: აზერბაიჯანმა აკრძალული კასეტური ბომბი გამოიყენა

ადამიანი უფლებათა დამცველი

ადამიანის უფლებათა დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალული იარაღებისა და ბრძოლის მეთოდების გამოყენების შესახებ განაცხადა.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, პრესკონფერენციაზე ბეგლარიანმა აღნიშნა, რომ კასეტური ბომბის გამოყენება ფაქტების დადგენისას დადასტურდა.

„ისინი აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, დაზიანებები დაფიქსირდა კასეტური საბრძოლო მასალებიდან, ზოგიერთ შემთხვევაში იყო აფეთქებული ტყვია, მათ შორის დიდი რაოდენობით სტეპანაკერტში, რაც მშვიდობიან მოსახლეობას სამომავლოდ დამატებით საფრთხეს უქმნის”, - განაცხადა ბეგლარიანმა.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღსა და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.