მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: აზერბაიჯანმა ყარაბაღს მიღმა ვარდენისის სამხედრო ბაზა დაბომბა

ვარდენისის დაბომბვა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ვარდენისის რაიონში მდებარე სამხედრო ბაზას, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დეზინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვარდენისის რაიონიდან აზერბაიჯანის დაშკესანის რაიონი დაბომბეს და ეს საპასუხო ზომა იყო.

სააგენტო „არმენპრესმა“ ფოტო გაავრცელა, რომელზეც ჩანს ცეცხლმოკიდებული სამოქალაქო ავტობუსი, სომხური მხარე იუწყება, რომ ფოტო ვარდენისის რაიონშია გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მესამე დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.