მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: ბოლო 24 საათში აზერბაიჯანმა 130 სამხედრო დაკარგა

სომხური მხარე

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების შედეგად, აზერბაიჯანის 130 ჯარისკაცი დაიღუპა, 200-მდე კი დაიჭრა. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

„საბრძოლო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენმა ჯარმა მოწინააღმდეგე შეცვლილი ტაქტიკით მოიგერია და მათ შესაბამისი დანაკარგიც განიცადეს“, - განაცხადა არწრუნ ჰოვანისიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო.
სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.
ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე მწვავე ესკალაციაა.