მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: სტეპანაკერტში სამშობიარო დაიბომბა

სტეპანაკერტი დაიბომბა

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ცენტრალური ქალაქის, სტეპანაკერტის და ქალაქ შუშას დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სარაკეტო შეტევის შედეგად სტეპანაკერტის ცენტრალური სამშობიარო დაზიანდა.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება ერთ თვეზე მეტია გრძელდება. აზერბაიჯანის არმია ამჟამად ორი მიმართულებით უტევს. ერთი შეტევა სამხრეთით, ლაჩინის დერეფნის მიმართულებით მიმდინარეობს, ხოლო მეორე აღმოსავლეთით - შუშასა და სტეპანაკერტის მირართულებით.

ჯერჯერობით სომხური შენაერთები შეტევების მოგერიებას ახერხებენ. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.


stepanakerti-daibomba_o_h.jpeg