მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი სტეფანაკერტს ბომბავს (ვიდეო)

სტეპანაკერტი (ხანკენდი)

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული ჯარი მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქს, სტეპფანაკერტს ბომბავს. ამის შესახებ სააგენტო „არმენპრესი“ იუწყება.

როგორც სააგენტოს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრცუნ ოგანესიანმა განუცხადა, დაბომბვის შედეგად არიან დაჭრილები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარეს ადეკვატურ პასუხს გასცემენ.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.