მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხურმა მხარემ განჯა დაბომბა - ნანგრევებში 13 ცხედარია აღმოჩენილი

სომხებმა ისევ განჯა დაბომბეს

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხურმა ძალებმა კვლავ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი, განჯა დაბომბეს. სარაკეტო ცეცხლი ქალაქს ღამის 1-ელ საათზე გაუხსნეს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

დანგრეულია რამდენიმე სახლი. მაშველებმა ნანგრევებში 13 ცხედარი აღმოაჩინეს. დაჭრილია 52 მშვიდობიანი მოქალაქე.

ქალაქი განჯა, რომელიც მთიანი ყარაბაღიდან მოშორებით მდებარეობს, უკვე მეორედ დაიბომბა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.