კონფლიქტები

ზურა ბატიაშვილი: მთავარია, სად გადის მოსკოვის წითელი ხაზი ყარაბაღის კონფლიქტში

ექსპერტი ზურა ბატიაშვილი
16:25 სამ. 20 ოქტომბერი
დაკოპირებულია

რონდელის ფონდის მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთის პოზიცია გადამწყვეტი იქნება.

მისი თქმით, ბრძოლაში რუსეთის გარკვეული ჩართულობა უკვე იგრძნობა.

„როგორც ვვარაუდობდით, აზერბაიჯანულმა არმიამ განაგრძო სწრაფი სვლა დასავლეთით და ადვილად დაიკავა დიდი ტერიტორიები, მათ შორის რიგით მეოთხე რაიონული ცენტრი - ზენგილანი (დასტურდება ვიდეო კადრებითაც).
ტაქტიკურ დონეზე ისინი სავარაუდოდ განავითარებენ შეტევებს სამხრეთით და დასავლეთით და გავლენ აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე.

რაც შეეხება სტრატეგიულ დონეს, ახლა სამხრეთის ფრონტი შეტრიალდება ჩრდილოეთისკენ და იქ შეუტევენ სომხურ ნაწილებს (ლაჩინის კორიდორი, შუშა-სტეპანაკერტი) თუ რუსეთი არ ჩაერია.
რუსეთის გარკვეული ჩართულობა კი იგრძნობა თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ დაიწყეს თურქული წარმეობის უპილოტოების ("ბაირაქთარების") ჩამოყრა.

კონფლიქტის შემდეგ ეტაპზე სომხების მოკავშირე იქნება როგორც გეოგრაფია (ტყიანი მთები, სადაც ადვილია პოზიციების გამაგრებაც და შეუმჩნევლად ყოფნაც), ისე - კლიმატური პირობები (უკვე აცივდება და ნისლიანი ამინდები ხელს შეუშლის უპილოტოების აქტიურობას).

ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ აქამდე ბრძოლები ძირითადად მიმდინარეობდა ეთნიკური აზერბაიჯანელების ნასოფლარებზე, ახლა ბრძოლის ცენტრი გადაინაცვლებს უშუალოდ მთიანი ყარაბაღის სომხებით დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც ამ უკანასკნელთა საბრძოლო მოტივაცია უფრო მაღალი იქნება.
მთავარი კი მაინც მგონია, რომ იქნება რუსეთის პოზიცია - ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ სად გადის მოსკოვის წითელი ხაზები ყარაბაღის კონფლიქტში“, - წერს ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

10 ოქტომბრიდან, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორჯერ დადეს, თუმცა ორივე ხელშეკრულება დაარღვიეს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები

karabaghis-ruka_o_h.jpeg

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...