მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„1 286 დადასტურებული შემთხვევა, 369 გამოჯანმრთელებული“ - ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

აფხაზეთი კორონავირუსი
1601142345
COVID-19

დღეის, 26 სექტემბრის მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამში კორონავირუსით დაინფიცირების 1 286 შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 369 ადამიანს, ხოლო 9 პაციენტი გარდაცვლილია.

„25 სექტემბერს გუდაუთის საავადმყოფოში 90 წლის კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი 20 სექტემბერს გუდაუთის საავადმყოფოში სუნთვის მწვავე უკმარისობითა და ორმხრივი პნევმონიის ნიშნებით შეიყვანეს“ , - აღნიშნულია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 118 ადამიანი იმყოფება, 114-ის დიაგნოზი COVID 19-ზე დადებითია. ამავე დროს, 14 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, 25 საშუალო სიმძიმისაა. მკურნალობის შემდეგ კი სამი პაციენტი გაწერეს.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.