მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

10 სახელმწიფო, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1586032977
COVID-19

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 64 000-ს გადააჭარბა. დაღუპულთა ნახევარზე მეტი სამ სახელმწიფოზე: იტალიას, ესპანეთსა და შეერთებულ შტატებზე მოდის.

ყველაზე მეტი 15 362 გარდაცვალების შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, რაც ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გარდა, კატასტროფულად მაღალი, 12.2%-იანი სიკვდილიანობის კოეფიციენტითაც არის გამოწვეული. 124 632 ინფიცირებულით იტალია მესამე ადგილს იკავებს.

როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით - 124 736, ასევე მსხვერპლის რიცხვი - 11 744 ესპანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში.

გარდაცვლილთა რაოდენობით - 8344 აშშ მესამე ადგილზე, თუმცა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით - 306 000 უპირობო პირველ ადგილს იკავებს.

გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-ს კიდევ 7 სახელმწიფოში აღემატება: საფრანგეთი - 7788, ბრიტანეთი - 4313, ირანი - 3452, ჩინეთი - 3326, ნიდერლანდები - 1651, გერმანია - 1395 და ბელგია 1283.

საქართელოში 5 აპრილის მდგომარეობით კორონავირუსით 1 პაციენტია გარდაცვლილი.