მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1752 ახალი შემთხვევა, 10 გარდაცვლილი - კვირის ეპიდსიტუაცია საქართველოში

კორონავირუსის ტესტი
1601221451
COVID-19

მიმდინარე კვირაში საქართველოში კორონავირუსმა ახალი რეკორდი დაამყარა. ქვეყანაში 21 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით კორონავირუსის 1752 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მონაცემები გასულ კვირასთან შედარებით, გაორმაგებულია.

თარიღი ინფიცირებული გარდაცვლილები
21 სექტემბერი 193 1
22 სექტემბერი 218 3
23 სექტემბერი 227 2
24 სექტემბერი 259 1
25 სექტემბერი 265 1
26 სექტემბერი 296 1
27 სექტემბერი 294 0

აღსანიშვანია, რომ ინფიცირების მაჩვენებლით კვლავ წითელ ზონად რჩება აჭარის რეგიონი, სადაც ყოველდღიურად 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, რის გამოც 26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.

არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე აჭარაში დაწესდა ასევე რამდენიმე შეზღუდვა:

22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ

რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ჩერდება

გარდა ამისა, კოვიდინმფიცირების დამარცხება შეძლო პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“, ერთ-ერთმა ლიდერმა და საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა თაკო ჩარკვიანმა.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდვითარებას, ყოველდღიურად იზრდება ინფიცირების ზრდის მაჩვენებლი. 27 სექტემბრის მდგომარეობით ოკუპირებულ რეგიონში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1286 -ს შეადგენს.