მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 000 000-ზე მეტმა ადამიანმა COVID 19 უკვე დაამარცხა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი უკვე 2 მილიონ ადამიანზე მეტმა დაამარცხა, 2020 წ.
1590053062
COVID-19

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 მლნ-ს გადააჭარბა, მათი 40% 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყველაზე მეტი შეერთებულ შტატებშია - 371 000, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 23%-ს შეადგენს. 197 000 განკურნებულით მეორე ადგილზე ესპანეთია, რაც ინფიცირებულთა 70%-ს უდრის. ვირუსი გერმანიაში ინფიცირებულთა 88%%-მა 158 000-მა ადამიანმა დაამარცხა, რაც აქტიურ პაციენტთა რიცხვს 13-ჯერ აღემატება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს ასევე იტალიაში, ბრაზილიასა და თურქეთში. ვირუსის დამარცხებასთან ახლოსაა ჩინეთის, სადაც 84 პაციენტიღა რჩება კლინიკებში.

საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 485-ს აღწევს, რაც აქტიურ პაციენტთა რიცხვს 2.2-ჯერ აღემატება.