მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

203 000 ინფიცირებული და 14 000 გარდაცვლილი - კოვიდსიტუაცია ბრაზილიაშიც დამძიმდა

კორონა ბრაზილია
1589526558
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი ზრდა სამხრეთ ამერიკაშიც დაიწყო. ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 13 761 შემთხვევა გამოვლინდა, რაც აშშ-ის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბრაზილია მე-6 ქვეყანა გახდა, სადაც COVID 19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა 14 000-ს შეადგენს და ის ამ მხრივაც მე-6 ადგილზე იმყოფება.

ბრაზილიაში ვირუსი 79 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დაამარცხა. 109 400 მკურნალობის კურსს ამჟამადაც გადის, მათგან 8300-ის მდგომარეობა მძიმეა.