მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

22 მარტიდან 9 აპრილამდე თავდაცვის ძალებმა დეზინფექცია 211 000-ზე მეტ ავტომობილს ჩაუტარეს

საკარანტინო ზონის დეზინფექცია
1586426021
COVID-19

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი იმერეთის სამხარეო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილთან ერთად ქუთაისში მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტების მუშაობას გაეცნო.

ხელმძღვანელი პირები ადგილზე დააკვირდნენ სამხედროებისა და სამართალდამცავების კოორდინირებულ მუშაობას, თუ როგორ ხორციელდება ერთობლივი ძალებით ავტოტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი, ტრანსპორტის დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით და მოქალაქეების პირველადი ჯანმრთელობის შემოწმება.

ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი მუშაობის შედეგად 22 მარტიდან დღემდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სადეზინფექციო ხსნარით 211 726 სატრანსპორტო საშუალება დაამუშავეს, სამხედრო ექიმებმა კი, თერმოსკრინინგი 459 979 მოქალაქეს ჩაუტარეს.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ფაქტობრივი კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქუთაისში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ შსს-ს ძალებთან ერთად გადაადგილების კონტროლის პუნქტები დაუყონებლივ მოაწყო. საგუშაგოებზე 24-საათიან რეჟიმში III ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამართალდამცავებთან ერთადაა მობილიზებული და კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაკისრებულ ამოცანებს ასრულებს.