მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

300 000 ინფიცირებული - რუსეთში კოვიდსიტუაცია მძიმდება

რუსეთში კორონავირუსით 300 000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდა, 2020 წ.
1589961353
COVID-19

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 8764-ით გაიზარდა, რაც 9 დღის წინანდელ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 3000-ით ნაკლებია, მაგრამ რეკორდულად 135-მდე გაზრდილია ერთ დღეღამეში გარდაცვლილთა რაოდენობა.

ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში თითქმის 2 კვირის განმავლობაში ხუთნიშნა რიცხვით იზრდებოდა და აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა. ბოლო დღეებში ზრდის ტემპით მას ბრაზილიამ გაუსწრო. ოფიციალური მონაცემების თანახმად ქვეყანაში კოვიდინფიცირების 308 705 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 2972 გარდაიცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით ეს ორივე რიცხვი ყალბია და რეალური სურათი ბევრად უფრო მძიმეა.

ვირუსმა ერთდროულად დაარტყა რუსეთის ეკონომიკასა და პუტინის რეიტინგს. აპრილში ქვეყნის მშპ 28%-ით შემცირდა, პუტინის რეიტინგი კი პირველად ბოლო 14 წლის განმავლობაში 30%-ს ჩამოსცდა.