მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ამ დროისთვის 40 ცხელების ცენტრი და 35 კოვიდ-ჰოოსპიტალია მობილიზებული

ეკატერინე ტიკარაძე შეხვედრაზე
1586109434
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის 35 კოვიდ-ჰოოსპიტალი და 40 ცხელების ცენტრია მობილიზებული.

ტიკარაძის თქმით, 20 კოვიდ-ჰოსპიტალი მიმდინარე რეჟიმში მუშაობს ხოლო 15, პაციანტების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში დაემატება.

"დღესდღეობით 20 კოვიდ ჰოსპიტალი გვაქვს. გარდა ამისა დამატებით 15 კოვიდ ჰოსპიტალია მობლზებული, რომელიც პაციენტების რიცხვის გაზრდის შემდეგ ჩაერთვებია სამუშაო პროცესში. ასევე გვაქს 40-მდე ცხელების კლინიკა, რომელთა დეტალური მონიტორინგი ყოვლედღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს ჩვენი ჯგუფი იმერეთის რეგიონში იყო, სადაც დეტალურად შეისწავლეს იქ არსებული ცხელების კლინიკების და კოვიდ-კლინიკების მზაობა კორონავირუსთან ბრძოლაში, ასევე შეისწავლეს მათი მარაგები, ხვალ ექნებათ მოხდსენება და დეტალურად გავეცნობით მდგომარეობას", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქეების ინდივიდუალუალური დაცვის მიზნით სამინისტრო, ქრონიკულად დაავადებული ადამიანების ბაზას ამუშავებს.

"ჩვენ ასევე ვმუშაობს მოსახლეობის სიმჭიდროვესთან დაკავშიებით. ჩვენ ქრონიკული დაავდების მქონე მოქალაქეების ბაზები დავამუშავეთ. ამის შემდეგ კიდევ უფრო დეტალურად გვექნება დაგაგმილი თუ სად რა ტიპს ჰოსპიტალი იქნება სჭირო და გვეცოდინება სოციალრი დისტანცირების გარდა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად სხვა რა საშუალებებს გამოვიყენეთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

5 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 174 შემთხვევაა გამოვლენილი. 26 თებერვლიდან დღემდე ინფექციისგან განიკურნა 36 პირი. დაავდებას კი 2 პაციენტი ემსხვერლა.

კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამასთან მოქმედებს კომენდანტის საათი და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი. სპეციელისტები ადამინებს შინ დარჩენასა და მოქალაქეებისაგან დისტანცირების რეკომენდაციას იძლევიან.