მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

41 მლნ კოვიდინფიცირებული - როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა
1603348382
COVID-19

22 ოქტომბერის მდგომარეობით მსოფლიოში კოვიდინფიცირებულია 41 მილიონზე მეტი ადამიანი. განახლებულ მონაცემებს worldometers ავრცელებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, მზარდია ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა. კოვიდინფექციას მსოფლიო მასშტაბით პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 136 462 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 31 მილიონს უახლოვდება.

ინფორმაციისთვის, კოვიდვირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსმა მოიცვა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.