მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

700 ათასი გარდაცვლილი - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსით მსოფლიოში 700 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
1596568234
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებისგან გარდაცვლილია 700 ათასი ადამიანი - ასეთია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა.

მონაცემებს Worldometers ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდვირუსით დაავადებულია 18 580 140 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 4 ივლისის მდგომარეობით მათი რიცხვი 11 787 743-მდე გაიზარდა.

გლობალურად, ვირუსის ზრდის მაჩვენებლის კუთხით ლიდერობას ინარჩუნებს ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს ინდოეთი იკავებს.

ცნობისთვის, 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის პროვინცია უჰანში დაიწყო კორონავირუსის აფეთქება. ის გამოწვეულია ვირუსის აქამდე უცნობი შტამით. ინფექციამ 210-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. კოვიდ-19 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად გამოცხადდა.