მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

848 ინფიცირება, 1 231 გამოჯანმრთელება, 15 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1626676757
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი, ხოლო 1 231 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 388 329-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 566 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 366 250 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,66%, ბოლო 14 დღის - 4,6%, ბოლო 7 დღის - 4,92%-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საკმარისად იცავს ​კოვიდის ყველა შტამისაგან“ - თენგიზ ცერცვაძე

✅„კოვიდპაციენტების ნაკადების მართვა ძალიან კარგად ხდება და ამის უარყოფა ყველაზე მწვავე ოპონენტებსაც კი უჭირთ“ - ცერცვაძე

✅„ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას რამდენიმე კვირაში მივიღებთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი