მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები
1600758728
COVID-19

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შემთხვევების ნაწილი მუნიციპალიტეტებს უკავშირდება, ხოლო უმრავლესობა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია.

ამ დროისთვის, აჭარის კლინიკებში 550-მდე პაციენტი მკურნალობს, ხოლო საკარანტინო სივრცეებში მეთვალყურეობის ქვეშ 578 პირი რჩება.

ბათუმში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. პაციენტი 67 წლის იყო.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი 3913-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.

გამოჯანმრთელებულია 1574 პირი, ხოლო დაღუპულია სულ 22 ადამიანი.