მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსი აჭარაში
1601363874
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 კოვიდინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, გარდაცვლილი, 55 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბრიდან მკურნალობდა. მას კორონავირუსთან ერთად ჰქონდა ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის ცენტრში.

ამასთან, ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოკოლის მიხედვით, სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 400-მდე პაციენტმა.

300 პაციენტამდე კოვიდ სასტუმროებიდან გაეწერა, 100-მდე პაციენტი კლინიკებიდან.

ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობს 463 პაციენტი, მათ შორის 32 არასრულწლოვანია, 10 ორსული.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 24 პაციენტი.

კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 957 პაციენტი, მათ შორის 65 არასრულწლოვანია. ბინაზე მკურნალობს 600-ზე მეტი კოვიდადებითი პაციენტი.

ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია 553 პირს.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი.

კოვიდდადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარანტინო სივრცე.