მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 ორსულია

ბათუმის სამშობიარო სახლში პაციენტების მიღება შეიზღუდა
1600759886
COVID-19

აჭარის რეგიონში ინფიცირებულ პირებს შორის 21 ორსულია. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ინფიცირებული ორსულები ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობენ.

ინფორმაციისთვის, 18 სექტემბერს ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ ინფიცირებულ პაციენტს ორსულობის 38 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. იგი ქუთაისში ბათუმის სამშობიარო სახლიდან გადაიყვანეს.

საკეისრო კვეთა წარმატებით დასრულდა.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 137 აჭარიდანაა.