მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

კორონაირუსიანი პაციენტი
1603699861
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტი გარდაიცვალა. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი პაციენტი 68 წლის კაცია, რომელცსაც COVID-19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, გადატანილი ინფქატი და ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, კიდურების ათეროსკლეროზი და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა.

მეორე გარდაცვლილი 86 წლის ქალია. მას ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი და გადატანილი იშემიური ინსულტი ჰქონდა.

ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 11 370 პაციენტი განიკურნა, 215 კი გარდაიცვალა.