მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ტესტის პასუხის მიღებამდე იზოლაციას მიმართეთ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი
1600677514
COVID-19

„აჭარაში დაძაბული ეპიდვითარებაა, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსზე ტესტირების რაოდენობა გაიზარდა და ძალიან ბევრმა მოქალაქემ ამით ისარგებლა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსზე ტესტის ჩატარების შემდეგ, სანამ პასუხს არ მიიღებენ, თვითიზოლაციას მიმართონ.

„კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტირებულ პირებს შესაბამისი სამსახურები უკავშირდებიან, აძლევენ რეკომენდაციას, ტესტირებისთვის ბრიგადა აკითხავს ოჯახში, იღებენ ნიმუშს და მომდევნო 72 საათის განმავლობაში აძლევენ პასუხს. დანარჩენები ვინც თვლიან, რომ არიან კონტაქტის კონტაქტები, ვალდებულები არიან ნიმუშის აღებიდან მომდევნო პერიოდში, სანამ პასუხი არ ექნებათ, დაიცვან იზოლაციის წესი.

ჩვენი ხვალინდელი დღე, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, აბსოლუტურად დამოკიდებულია თითოეული ჩვენთაგანის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე. რაც უფრო მკაცრები ვიქნებით ამ წესების დაცვასთან მიმართებაში, შევძლებთ, ხვალინდელი დღე უფრო მეტად მშვიდი გავხადოთ“,- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან აჭარაში 92 შემთხვევა დადასტურდა.