მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადიგენში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ერთი თვეა კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა საქართველოში
1601112101
COVID-19

ადიგენის სოფლებში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიხარდა. ბოლო 24 საათში სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ 19 სოფელ გომაროს, უდესა და ჭეჭლას მკვიდრებს დაუდასტურდათ.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თქმით, გომაროელი მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია.

„სულ სხვა ჩივილებით შეიყვანეს კლინიკაში, მაგრამ შემოწმების შედეგად კოვიდ19 დაუდგინდა. ეს უკვე ადიგენში დადასტურებული 11 შემთხვევაა“, - აცხადებს გიორგი მიქელაძე.

ამ დრომდე კოვიდ-19 ადიგენის მხოლოდ ორ სოფელში - უდეში მცხოვრებ ერთ პირს - ექთანს და ჭეჭლაში მცხოვრებ შვიდ ადამიანს ჰქონდა დადასტურებული.