მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში ენმ-ს წევრები კარანტინში გადაიყვანეს

„ნაციონალური მოძროაბის“ ლოგო
1600532749
COVID-19

ახალციხეში ენმ-ს წევრები კარანტინში გადაიყვანეს, საკრებულოს წევრი კოვიდინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის შტაბის წარმომადგენელი, გელა დემეტრაძე და პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ბალიაშვილი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

ორივე მათგანს კონტაქტი სომხეთიდან ჩამოსულ მამაკაცთან ჰქონდა.

„გასვენებაში არ ვყოფილვარ, ქუჩაში შევხვდი. ტესტი ამიღეს და წუხელ დაახლოებით, 60 კაცი ბაკურიანის სასტუმროში გადმოგვიყვანეს", - აცხადებს გელა დემეტრაძე.

„ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე კოვიდინფიცირებულის დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დავით ბალიაშვილის თქმით, მათი კონტაქტი ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა.

"მე ვიყავი სასაფლაოზე, მარტო ხელი ჩამოვართვი, ვერიდებოდი. ქელეხზე არ ვყოფილვარ. თბილისში ყოფილა და იქ გაუშლია სუფრა. მე როგორც გავიგე, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, თავისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირებული იყვნენ.

ეგეც ითქვა რომ დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. მე რომ ვიყავი სამძიმარზე, იქნებოდა 50 ადამიანი. 40-კაციანი სამი ავტობუსი ჩამოიყვანეს ახალციხიდან ბაკურიანის კარანტინში", - ამბობს დავით ბალიაშვილი.

ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტი ჰქონდა საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნება ახალიციხეს" თავმჯდომარეს სამველ ოვეიანს, რომელიც ასევე თვითიზოლაციაში იმყოფება.

„მე კვირას, ქელეხზე ვიმყოფებოდი და მაგ კაცს ხელის ჩამორთმევით მივესალმე. ტესტი ჩამიტარეს, მაგრამ კორონავირუსი არ მაქვს. ამჟამად ახალციხეში ვიმყოფები“, - ამბობს სამველ ოვეიანი.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცის დაინფიცირების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან ახალციხე დატოვა და სომხეთში დაბრუნდა. ის საქართველოში დედის დაკრძალვაზე ჩამოვიდა. მასთან კონტაქტში მყოფი 100-მდე პირი კარანტინში გადაიყვანეს.