მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხო ქვეყნების საპყრობილეებში

მსავრდებული საკანში
1585376447
COVID-19

"უცხო ვქეყნის საპატიმროებში საქართველოს მოქალაქე პატიმრის დაინფიცირების შემთხვევებზე ინფორმაცია არ შემოსულა", - ამის შესახებ PIA-GE-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინი და საგანგებო მდგომაეობა საპატიმრო დაწესებულებებსაც ეხებათ.

ამასთან უწყებაში განმარტეს, რომ ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია პატიმრის მოთხოვნის შესაბამისად დააკავშირონ მისი ქვეყნის საკონსულო დაწესებულებას.

"კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა ან კარანტინის რეჟიმი, რაც თავის მხრივ ასევე ითვალისწინებს კარანტინის რეჟიმს საპატიმრო დაწესებულებებში, ყველა ქვეყანა, ვალდებულია თავის-თავზე აიღოს მის საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პირის, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქის სათანადო მზრუნველობა, მათ შორის გაატაროს ვირუსისგან დაცვის ღონისძიებები და ასევე ვალდებულნი არიან, პატიმრის მოთხოვნის შესაბამისად, აცნობონ შესაბამის საკონსულო დაწესებულებას პატიმრის საჭიროებების შესახებ, ან უზრუნველყონ პატიმრის დაკავშირება მისი ქვეყნის საკონსულო დაწესებულებასთან.

ამ დროისთვის უცხო ვქეყნის საპატიმროებში საქართველოს მოქალაქე პატიმრის დაინფიცირების შემთხვევებზე ინფორმაცია არ შემოსულა", - განუცხადეს PIA.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი კორონავირუსი 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.