მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს

კორონავირუსის ვაქცინა
1594810630
COVID-19

აშშ-ში კორნავივირუსის ვაქცინის ცდების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ტესტების პირველი ფაზის შედეგების მიხედვით, ვირუსისადმი იმუნიტეტი და დაავადების წინააღმდეგ ანსიხეულები ცდებში მონაწილე ყველა დადამიანს გამოუმუშავდა.

ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

გამოცემების თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იმუნური პასუხი იმ ჯგუფში დაფიქსირდა, რომლის წევრებსაც ვაქცინის ყველაზე ნაკლები დოზა გაუკეთდათ. თუმცა, ვაქცინის ცდებისას გვერდითი მოვლენებიც გამოჩნდა. მონაწილეების დაახლოებით ნახევარს თავის ტკივილი, დაღლილობა, შემცივნება და კუნთების ტკივილი აღენიშნებოდათ. ასეთი შეგრძნებები ვაქცინის მეორე ნაწილის მიღების შემდეგ უფრო გახშირდა. ამის მიუხედავად, ვაქცინის შემქმნელებმა კლინიკური ცდების შესაჩერებლად სერიოზული მიზეზი ვერ იპოვეს.

ივნისის დასაწყისში, კომპანია „მოდერნას“ მეცნიერებმა ვაქცინა ცხოველებზე გამოსცადეს, რამაც აჩვენა, რომ ის COVID-19-ის გამწვავებას უშლის ხელს.