მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე აჭარაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უპასუხისმგებლობად აფასებს

NCDC-ის დირექტორი 2020 წელს
1606727462
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აჭარაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. 

გამყრელიძის თქმით, პანდემიის ფონზე, როდესაც ქვეყანაში კოვიდინფიცირების ზრდის ტემპი მაღალია, პოლიტიკური პროცესიც პანდემიის მართვას უნდა ემორჩილებოდეს.

გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება სათანადოდ მოხდება, 3-4 კვირაში ინფიცირების შემთხვევების დაღმასვლა დაიწყება.

„შევაფასებდი როგორც უპასუხისმგებლო ქმედებას. იმიტომ რომ დღეს ჩვენ, ყველა და პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მთელი მსოფლიო პანდემიის წინაშეა, ქვეყანაში ინფიცირების ზრდის სერიოზული ზრდა გვაქვს, ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს. ერთ-ერთია სწორედ ის შემზღუდველი ღონისძიება, რაც ქვეყანამ დააწესა, მაგრამ დაწესება ერთია და მისი აღსრულება მეორე საკითხია.

თუ მას არ აღვასრულებთ და ჩვენ თვითონ არ გავითავისებთ, რომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, სხვაგვარად არაფერი გამოვა. პარალელურად ადრეული გამოვლენა, პარალელურად ადრეული პირველადი ჯანდაცვის მართვა და ჰოსპიტალურ სექტორში მართვა, თუ კარგად მივყევით, ეს ერთობლიობა მოგვცემს 3-4 კვირის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების შემცირებას. ნახავთ, რომ ჩვენი ტენდენცია ახალი შემთხვევების, წამოვა ქვემოთ“, - აღნიშნა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ამირან გამყრელიძე: პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული

🔴 რა პროტოკოლით მკურნალობენ კოვიდინფიცირებულებს? - ამირან გამყრელიძის განმარტება