მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: COVID-19-ით ხელმეორედ ინფიცირების რისკი არსებობს

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1586282777
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების რისკი არსებობს, თუმცა ეს რისკი დაბალია.

"ე.წ. რეინფექციის რისკი ჯერჯერობით დაბალია, რადგან ამ ვირუსს სულ სამი თვის ისტორია აქვს. მოგეხსენებათ, გრიპის დროს, რომელიც ძალიან ჰგავს კორონავირუსს თავისი კლინიკით, ასევე ძალიან დაბალია რისკი. როგორც წესი, ის ტოვებს იმუნიტეტს, იგივე გრიპის ვირუსი ან სხვა რესპირაციული ვირუსები, მაგრამ ისინი არ ტოვებენ იმ ტიპის იმუნიტეტს, როგორსაც, მაგალითად წითელა, წითურა, ქუნთრუშა ან სხვა გადატანილი დაავადება. რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, მაგრამ მაღალი არა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.