მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: მოქალაქეებს მოვუწოდებ უფასო ტესტირების შესაძლებლობით ისარგებლონ

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1606996519
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, უფასო კვლევის შესაძლებლობით ისარგებლონ. 

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ტესტირების გაფართოება ინფიცირების შემთხვევების ადრეულ აღმოჩენას ისახავს მიზნად.

„მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც აქვს კორონავირუსის სიმპტომები, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სიცხე, ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვა და ა.შ. დაუყოვნებლივ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკებს და სხვა სტაციონარულ დაწესებულებებს, სადაც მათ ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ. ამისთვის აუცილებელი არ იქნება ოჯახის ექიმის მიმართვა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ჩატარების უფლება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 300-მდე სამედიცინო დაწესებულებას.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 დეკემბრიდან პირველ თებერვლამდე კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს.

👉 ყოველდღიურად, ქვეყანაში კორონავირუსზე 20 000 ტესტი გაკეთდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სტაციონარში შესულ ყველა პაციენტს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდება

👉 გადაეცემა თუ არა კორონავირუსი მუცლად ყოფნის დროს დედიდან ნაყოფზე? - გინეკოლოგის განმარტება

👉 კულუმბეგოვი: უნდა დასრულდეს კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრა