მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული

გამყრელიძე ამირან
1606726492
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო კორონავირუსის პიკშია და თუ რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, პიკის გაგრძელება, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოხდება დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების აღსრულება.

გამყრელიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, იყოს კოვიდინფიცირების ზრდის მატება, მაგრამ 4000-ს შემთხვევას არ უნდა გასცდეს.

„ჩვენ პიკს ველოდებოდით და ვპროგნოზირებით ნოემბრის მეორე ნახევარში. უკვე შესული ვართ პიკში, ეს იცით. ყოველდღიურად გვაქვს 3000-დან 4000-მდე შემთხვევა. დღეს, რომ 3216 შემთხვევაა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შაბათ-კვირას, როგორც გითხარით, ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა, რადგან შაბათ-კვირას ეს ასეა. დღეს ვმერყეობთ 3000-ს და 4000-ს შემთხვევას შორის. ეს პიკი რამდენი ხანი გაგრძელდება, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, როგორ დავიცავთ ჩვენ იმ რეგულაციებს, რაც დაწესებულია. დაახლოებით ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოს ცოტა მეტი ზრდა, მაგრამ ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 3 216 ინფიცირება, 3 937 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔴 რა პროტოკოლით მკურნალობენ კოვიდინფიცირებულებს?