მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: შემიძლია დავადასტურო, რომ ქვეყანაში, დიდი ალბათობით, შიდა გადადების პრეცედენტი გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს
1585405215
COVID-19

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, დიდი ალბათობით, შიდა გადადების პრეცედენტი დაფიქსირდა.

"არ ვიცით სამი შემთხვევის პირველწყარო, ამ სამიდან ერთში, დიდი იმედი გვაქვს, გავედით დაინფიცირების წყაროსთან, მაგრამ ორი შემთხვევა ნამდვილად უცნობია და დიდი ალბათობით, შემიძლია, დვაფიქსირო, რომ ქვეყანაში შიდაგადადების პრეცედენტი გავქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის დაინფიცირებული პაციენტი, რომლის ვინაობასაც ვერ ვადგენთ. ეს უკვე განგაშის ნიშანია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

28 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა.