მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: წითელ ზონაში გადავედით

NCDC-ის დირექტორი
1603441289
COVID-19

„ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მილიონ მოსახლეზე საერთო მაჩვენებელი კარგი და ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს. მაგრამ რაც ითვლება ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე გვაქვს 26, ამიტომ ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, ჩვენ ნარინჯისფერიდან გადავედით წითელ ზონაში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, არც პანიკას და არც სიმშვიდეს არ უნდა მივეცეთ.

„გრიპის მსგავსად კორონავირუსი ალბათ იქნება ხოლმე და პირბადეც, ისევე როგორც ცხვირსახოცი ყოველდღიურად უნდა გვქონდეს თან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 183 და გამოჯანმრთელებულია 9751 ადამიანი.